მსოფლიოnewsიტალიაკრიმინალი

ქალაქ ბარის ტერიტორიაზე დაკავებული 20 წლის სომალელი იტალიაში ეკლესიების აფეთქებას გეგმავდა (?!)

იტალიის ქალაქ ბარის პოლიციის განყოფილების კარცერში იმყოფება 20 წლის სომალური წარმოშობის მოჰსინ იბრაჰიმ ომარი, იგივე ანას ხალილი, რომელიც 13 დეკემბერს საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. სპეცსამსახურების თანამშრომლების ინფორმაციით, დასტურდება მისი კავშირი სომალიში ისლამურ სახლმწიფოსთან, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო ANSA, სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით.

სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პოლიციამ „დაიჭირა“ დაკავებულისა და მისი თანამზრახველების საუბრები, რომელთაგან ერთ-ერთში ისინი „იტალიის ყველა ეკლესიაში“, მათ შორის, რომში აფეთქების მოწყობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ.

მათივე თქმით, სომალელი უმოკლეს ვადაში დააკავეს საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით ტერორისტთა შესაძლო დანაშაულებრივი გეგმების განხორციელების აღსაკვეთად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close