კრიმინალიnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის ტელევიზიის შენობასთან ბომბი ააფეთქეს

კერძო ტელეარხ Skai-ს შენობასთან, ათენის შემოგარენში, დღეს დილით უცნობმა პირებმა ბომბი ააფეთქეს, – ამის თაობაზე ბერძნული მედია იტყობინება. აფეთქების გამო ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები და ჩამოინგრა ფასადი; ბომბმა მეზობელი სახლები და ახლომდებარე ავტომობილებიც დააზიანა. საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან.

ჯერჯერობით ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. როგორც ზოგიერთი გამოცემა აღნიშნავს, ულტრამემარცხენე და ანარქისტული ორგანიზაციები ადრეც დასხმიან თავს მედიასაშუალებებს.

საბერძნეთიუს პოლიცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დამნაშავეები პროფესიონალურად მოქმედებდნენ: ეცვათ შავი სამოსი და სახეები დაფარული ჰქინდათ, ამიტომ ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან მათი ვინაობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. 10 კმ-მდე ასაფეთქებელი მასალა, სავარაუდოდ, ჩანთაში იყო მოთავსებული.

„ეს იყო დარტყმა დემოკრატიაზე. საბედნიეროდ, მხოლოდ მატერიალური ზარალია მიყენებული და არავინ დაშავებულა“, – განაცხადა საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა ოლღა გეროვასილიმ.

მიმდინარეობს გამოძიება.

ცოტა ხნის წინ, დეკემბრის დასაწყისში ათენში მშვიდობიანი აქცია, რომელიც პოლიციელის მიერ 15 წლის მოზარდის მკვლელობის 10 წლისთავს ეძღვნებოდა, არეულობასა და შეტაკებაში გადაიზარდა და პოლიციას მის დასაშლელად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close