მოგზაურობამსოფლიოიტალია

მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას შორის 3 იტალიაშია

რომის კოლიზეუმი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა – ასეთ დასკვნას აკეთებს ცნობილი საიტი TRIPADVISOR-ი თავისი მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად.

რეიტინგში მეორე ადგილზე ისევ იტალიური ღირსშესანიშნაობაა – ვატიკანის მუზეუმი რომში, მესამე ადგილს კი ნიუ-იორკის (აშშ) თავისუფლების ქანდაკება იკავებს.

მეოთხე ადგილზე – ფრანგული ლუვრი, ხოლო მეხუთეზე – ეიფელის კოშკი (პარიზი, საფრანგეთი) გავიდა.

მომდევნო ხუთეული კი ასე გამოიყურება: წმინდა ოჯახის ტაძარი (Sagrada Familia) ბარსელონაში (ესპანეთი); ხიდი „ოქროს კარიბჭე“ სან-ფრანცისკოში (აშშ); სთოუნჰენჯი (დიდი ბრიტანეთი), ვერსალის სასახლე (პარიზის გარეუბანი, საფრანგეთი) და გრანდ კანალი ვენეციაში (იტალია).

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close