მსოფლიოnewsიტალია

უამინდობა იტალიაში – უმბრიაში რეკორდულ ყინვას ელოდებიან

ატლანტიკური ციკლონი იტალიას უახლოვდება, ქვეყანაში ყინვებია მოსალოდნელი. ტემპერატურის მკვეთრ კლებას პროგნოზირებენ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, ჩრდილოეთში კი თოვლს ელოდებიან (პიემონტიდან ვენეტოსა და ემილია რომანიის ვაკეებზე).

აპენინის (იტალიის) ნახევარკუნძულზე მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ. კერძოდ, თოვლს ელოდებიან პიემონტში, ლომბარდიასა და ემილია რომანიაში; ციკლონის მოქმედება ნელ-ნელა გავრცელდება შიდა რაიონებში ლიგურიასა და აღმოსავლეთ ტოსკანის ტერიტორიაზე, რომელიც ზღვის დონიდან 300-500 მეტრსა და 400-600 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. აბრუცოსა და უმბრიაშიც მოსალოდნელია თოვლი, თუმცა ზომიერად, ზღვის დონიდან 400-600 მეტრზე მაღლა. უმბრიაში რეკორდულ ყინვას – მინუს 12 გრადუსს პროგნოზირებენ.

ციკლონის მოქმედებას პირველად პიემონტი „იგრძნობს“. ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც გარემოს დაცვის რეგიონულმა სააგენტომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ პიემონტის აპენინის ტერიტორიებზე ძლიერი თოვაა მოსალოდნელი, ხოლო ტურინში თოვლჭყაპს ელოდებიან.

ლიგურიაში „ყვითელი“ განგაში გამოიწვია სანაპირო რაიონებში მოსალოდნელმა წვიმამ, ხოლო უფრო შიდა რაიონებში თოვლია გამოცხადებული. „ყვითელი“ გაფრთხილება თოვლისა და ყინვის გამო დღეს დილიდან, აგრეთვე, მოქმედებს ტოსკანაში: ცუდი ამინდი ტოსკანის ტერიტორიის დიდ ნაწილზე გავრცელდება და მთელ ცენტრალურ-ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებს მოიცავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close