მონიტორინგის კომისიამ, რომელმაც იტალიის სასკოლო სასადილოებში საკვების ხარისხი შეამოწმა, ყოველ მესამე დაწესებულებაში დარღვევები დააფიქსირა, – ამის თაობაზე პრესკონფერენციაზე დღეს, 14 დეკემბერს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ჯულია გრილომ ისაუბრა. ინფორმაციას Il SOLE 24 ORE ავრცელებს.
224 შემოწმებული ობიექტიდან 7 სასკოლო სასადილო დაიხურა სანიტარიული ნორმების სერიოზული დარღვევების გამო. მინისტრის სიტყვებით, ზოგიერთ სასადილოში ვადაგასული პროდუქტები იპოვეს, სხვებში – ცოცხალი თაგვები; „ნამდვილი საშინელებათა ფილმია (“film dell’orrore”)“, – განაცხადა ჯულია გრილომ.
მთლიანობაში დარღვევები 224 შემოწმებული სკოლიდან 81-ში აღმოჩნდა. აღძრულია 14 სისხლის სამართლის და 95 ადმინისტრაციული საქმე, კონფისკებულია 2 ტონა პროდუქტი, ზოგი ვადაგასული, ზოგი კი გაურკვეველი წარმოშობის.
კომენტარები