მსოფლიოnewsკრიმინალი

სტრასბურგის ტერაქტში დამნაშავე ქალაქის ერთ-ერთ უბანში მოკლეს

სტრასბურგის ტერაქტში დამნაშავე შერიფ შეკატი სამართალდამცველებმა სტრასბურგის ერთ-ერთ უბანში – ნეუდორფში (NEUDORF) ორმხრივი სროლის შედეგად გუშინ საღამოს, დაახლოებით 21 საათზე მოკლეს. ასე დასრულდა ტერორისტის ორდღიანი დევნა და ქალაქის მცხოვრებლებმა შვებით ამოისუნთქეს.

ჩრდილოაფრიკული წარმოშობის სტრასბურგის მკვიდრი, 29 წლის შერიფ შეკატი ადრეც ნასამართლევი იყო ყაჩაღობისთვის, ხოლო ტერაქტის წინ, იმ დილით პოლიციას იგი სხვადასხვა დანაშაულისთვის უნდა დაეპატიმრებინა, თუმცა ბინაში მისულ სამართალდამცველებს იგი ადგილზე არ დახვდათ, საღამოს კი ქალაქის ცენტრში, კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყო: ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლა, 13 კი დაჭრა; შემდეგ პოლიციას დაუსხლტა, ტაქსი გაიტაცა და მიიმალა.

ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტი უკვე ქალაქიდან შორს შორს იყო, თუმცა ამ 2 დღის განმავლობაში თურმე ქალაქში იმალებოდა.
„ის ზიანს ვეღარ მოგვაყენებს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში საფრთხე რეალურად არსებობდა, რადგან მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ უკვე სტრასბურგიდან შორს იყო, ის აქვე იმალებოდა. ეს სიგიჟეა!“ – ამბობს სტრასბურგის ერთ-ერთი მცხოვრები.

ნეუდროფი, სადაც ტერორისტი გუშინ საღამოს მოკლეს, სტრასბურგის ისტორიული ცენტრიდან ორ ნაბიჯშია. მართლაც წარმოუდგენელია, რომ დამნაშავემ ამ ხნის განმავლობაში ქალაქში დამალვა შეძლო.

წყარო: https://www.francebleu.fr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close