ხელოვნებაკულტურასაბერძნეთი

დავით მალტეზე ბერძნულ-ჩინურ ერთობლივ თეატრალურ პროექტში

მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე საბერძნეთის ეროვნული თეატრის მთავარი სცენა ბერძენი და ჩინელი ხელოვანების ერთობლივ ნამუშევარს დაეთმო. წარმოდგენის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ჩვენი თანამემამულე დავით მალტეზე მოგვევლინა.

საბერძნეთისა და ჩინეთის ეროვნული თეატრების თანამშრომლობის შედეგად ათენის უმთავრეს სცენაზე ცინ ცუნსიანგის „ობოლი ჟაო“ წარმოადგინეს, რომელიც ჩინური ლიტერატურის შედევრად ითვლება. აღნიშნულ ნაწარმოებს კლასიკური ჩინური ლიტერატურის „ჰამლეტად“ მოიხსენიებენ.


სპექტაკლი პროზის, პოეზიის, ცეკვისა და პანტომიმის სცენურ კომპოზიციას წარმოადგენს. აქცენტი გაკეთებულია კომიკურ ელემენტებზე და ისტორია კეთილად მთავრდება. ნაწარმოები მე-13 საუკუნეში დაიწერა და მოგვიანებით მისი გმირები არაერთხელ გაცოცხლებულან სცენაზე, ოპერასა და კინემატოგრაფში.

„ობოლი ჟაო“ პირველი ჩინური დრამაა, რომელიც ევროპულ ენებზე ითარგმნა. ათენში გამართული წარმოდგენა ორენოვანი, ბერძნულ-ჩინური იყო და მასში ბერძენი და ჩინელი მსახიობები ერთობლივად მონაწილეობდნენ. დავით მალტეზე აღმოსავლური ესთეტიკით გაჟღენთილ სპექტაკლში ყოფილი მთავრობის მეთაურის როლს ასრულებს და ძალიან საინტერესო პერსონაჟს ქმნის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close