fbpx
საზოგადოებასაქართველო

მილიარდერის ვაჟის არაპომპეზური ქორწილი – ნახევარი მილიონი ლარის  ყვავილებითა და ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე

საქართველოში მეორე დღეა ბერა ივანიშვილის ქორწილის ცერემონიის დეტალებს განიხილავენ, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ქორწილს კოჯორთან ახლოს მდებარე დასასვენებელმა კომპლექსმა – „ბიოლი ჰოლმა“ უმასპინძლა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. „კურიერის“ ინფორმაციით, რესტორანში ნახევარი მილიონი ლარის მხოლოდ ყვავილი მიიტანეს. 50 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსის ადმინისტრაციამ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება გაავრცელა და სხვა მომხმარებლებისთვის 7-იდან 13 ნოემბრის ჩათვლით ტერიტორია დახურულად გამოაცხადა. კომპლექს „ბიოლი ჰოლში“ მისვლამდე ნეფე-პატარძალმა – ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. სიძე და მეჯვარეები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. მეჯვარეებს შორის იყო ბერას უმცროსი ძმა – ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე. პატარძალს ნეფე ტაძარში 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა. საკურთხეველთან ნანუკა გუდავაძე მამამ მიიყვანა.

ფოტოკოლაჟი ბერას ფეისბუქგვერდიდან

ტაძარში ცერემონიას პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ყოფილი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, ხოლო საღამოს კოჯორში გამართულ წვეულებაზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად. ბერა კალაძეების ვაჟის ნათლიაა.

წვეულებაზე მიწვეული იყო ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი. ქორწილში სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ანსამბლი „ერისიონი“, რომელმაც ქართული ცეკვით გახსნა საზეიმო ცერემონია.

ქორწილში ახალგაზრდები ჭარბობდნენ, თამადა ბერას მეგობარი იყო. როგორც ჯემალ ჭკუასელი „ამბები.გე“-სთან აცხადებს: „ახალგაზრდა კაცი შესანიშნავად გაუძღვა სუფრას, ძალიან მოვიხიბლე. საერთოდ, ახალგაზრდები ისე იქცეოდნენ, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობდა. ბერამ თავად შეასრულა საკუთარი ორი სიმღერა… ჩვენ ორი სახის მრავალჟამიერი ვიმღერეთ, მათ შორის ერთი საეკლესიო… თქვეს ფრანგული ჯგუფია ჩამოსულიო, იმღერეს, მაგრამ ვერ ვიცანი, რომელი ჯგუფი იყო“.

ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და ყოველივე საუკეთესო უსურვა.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს ჯვრისწერაზე „სამოსელი პირველის“ თეთრი კაბა ეცვა, ქორ­წილ­ში კი – ულამაზესი ცისფერი კაბა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ­მა სა­მო­დე­ლო სახ­ლმა Ralph & Russo-მ შექ­მნა. სა­ქორ­წი­ლო კაბა 2016 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის კო­ლექ­ცი­ი­დან არის. ფასი უც­ნო­ბია, თუმ­ცა Ralph & Russo-ს დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს. გასათვალისწინებელი ერთი დეტალიც – პრინ­ცი ჰა­რის ცოლი – მე­გან მარ­კლი ნიშ­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­ებ­ზე სწო­რედ Ralph & Russo-ს მიერ შექ­მნი­ლი შავი კაბით გამოჩნდა. მე­გა­ნის კაბა, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო სახ­ლის, Haute couture-ის 2016 წლის შე­მოდ­გო­მის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა, 55 980 ფუნ­ტი (თით­ქმის 72 ათა­სი დო­ლა­რი) ღირდა. ქართველი პატარძლის კაბის ფასიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.

დღეს თბილისის ყველა წრეში მთავარი სასაუბრო თემა მილიარდერის შვილის ქორწილი იყო. მაგალითად, ვაგზლის ბაზრობაზე რამდენიმე ქალი იმ დეტალს განიხილავდა, თუ რატომ არ დაპატიჟეს ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქორწილში. როგორც ცნობილია, თამრიკო ბერას ნათლიაა, თუმცა ბოლო წლებია ოჯახები ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close