ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზე 6,7 პროცენტამდე იყო

ისრაელის 24-ე საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებმა ზედმეტად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან დაბალი – 6,7%-მდე!
საარჩევნო სიაში დაფიქსირებული 1107 საქართველოს მოქალაქიდან არჩევნებზე მივიდა მხოლოდ 74 ამომრჩეველი. ბიულეტენების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 44 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 13 – სალომე ზურაბიშვილმა, 4 ხმა – დავით უსუფაშვილმა.
ისრაელის რესპუბლიკაში ერთი საარჩევნო უბანი (#24) იყო გახსნილი ქალაქ თელ-ავივში, საქართველოს საელჩოში (დანიელ ფრიშის ქ. №3).

ნინო ბაჯელიძე

 

კომენტარები
Загрузка...