კუნძულ კრეტაზე ახალი ულამაზესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს

კუნძულ კრეტაზე მყვინთავებმა შთამბეჭდავი აღმოჩენა გააკეთეს – თითქმის 6-წლიანი მცდელობის შემდეგ მათ იპოვეს და გამოიკვლიეს უნიკალური წყალქვეშა მღვიმე, რომელიც სპათის (სპათა, ხანიასთან ახლოს) რაიონში მდებარეობს.

Chania Diving Centre-ის დამფუძნებელმა ნიკოს იანულაკისმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან მისი მყვინთავები წლების  განმავლობაში ეძებდნენ ამ მღვიმეს. საქმე ისაა, რომ როდესაც ზღვის ფსკერის გეოლოგიური რუკები შეისწავლეს, დაივერებმა ივარაუდეს ერთ-ერთ რაიონში წყალქვეშა მღვიმის არსებობა, რომელიც ადრე ცნობილი იყო. ბოლო 6 წლის განმავლობაში ისინი სისტემატურად იკვლევდნენ ზღვის ამ ნაწილს.

„აუცილებელია გულდასმით დავათვალიეროთ და აღვწეროთ ეს ადგილი. მღვიმე ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ გამოცდილ მყვინთავებს, რომლებსაც უკვე აქვთ წყალქვეშა მღვიმეების კვლევის გამოცდილება, ვთხოვეთ, შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა იანულაკისმა.

ვიდეო, რომელიც მყვინთავებმა ახალაღმოჩენილ მღვიმეში გადაიღეს, ძალზე შთამბეჭდავია და კრეტის ზღვისქვეშა სამყაროს სილამაზის უნიკალურ სურათს გვიჩვენებს. უყურეთ და ისიამოვნეთ.

ცნობისათვის: ქეივ-დაივინგი ანუ მღვიმეში ყვინთვა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს წყალქვეშა მღვიმეებსა და გამოქვაბულებში შესვლას და კვლევას, რასაც ძალიან  გულდმოდგინე მომზადება და შესაფერისი აღჭურვილობა სჭირდება. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ზედაპირზე პირდაპირ ვერ ამოხვალ – ჯერ მღვიმიდან უნდა გამოხვიდე; თანაც ხილვადობა ყოველთვის არ არის კარგი და შეიძლება გაუარესდეს კიდეც, ამიტომ ადვილად შეიძლება გზა აგებნეს; თუ მყვინთავს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ აქვს, მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.

ქეივ-დაივინგს საფუძვლიანი საბაზო და სპეციალური მომზადება სჭირდება და მხოლოდ გამოცდილ მყვინთავებს ხელეწიფებათ.

წყარო: rua.gr
კომენტარები
Загрузка...