სამზარეულო

ჰარირა – მაროკოული წვნიანი

ამ კერძს თამამად შეიძლება ეწოდოს მაროკოს ეროვნული წვნიანი. მისი მომზადება ნებისმიერმა დიასახლისმა იცის. კერძი, ძირითადად, ბატკნის ხორცისგან მზადდება, თუმცა გამოიყენება ძროხის ხორციც და ქათამიც (ჩვენ ქათმის ხორციან რეცეპტს შემოგთავაზებთ). ძალიან უხდება თურქული მუხუდო – ნუტი. მოამზადეთ და, როგორც მაროკოში ამბობენ, ბსახ’ხა ანუ შეგერგოთ.

საჭირო პროდუქტი: 150 გ მუხუდო, 50 გ მწვანე ოსპი, 50 გ ბრინჯი, 30-50 გ ვერმიშელი, 2 ქათმის ფილე, 2 თავი ხახვი, 400 გ დაკონსერვებული პომიდორი, 1.5 ლ ბულიონი, ოხრახუშისა და ქინძის თითო პატარა კონა, 1/4 ჩ/კ ზაფრანა, ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი: მუხუდო და ოსპი გარეცხეთ და ჩაალბეთ ცივ წყალში (სასურველია ერთი დღე). გაავლეთ გამდინარე წყალში, გადაწურეთ, დაასხით წყალი და ხარშეთ 1.30 სთ (წყლის დაკლების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ). ცალკე მოხარშეთ ქათმის ხორცი და დაჭერით წვრილად (ბულიონი არ გადაღვაროთ; შეგიძლიათ ბოსტნეულის ბულიონი გამოიყენოთ). ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. პომიდორი აქციეთ ერთიან მასად, დაასხით ხახვს და შუშეთ 5 წუთი. დაჭერით მწვანილი, შეურიეთ პომიდორსა და ხახვს. დაასხით ამავე მასას ბულიონი, ჩაყარეთ მუხუდო, ოსპი, ბრინჯი და ხარშეთ 10 წუთი, ჩაყარეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ბოლოს დაუმატეთ ვერმიშელი (სურვილისამებრ) და ზაფრანა. ხარშეთ კიდევ 5 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ მაწონთან ან ფინიკთან ერთად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close