ათენში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს

მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს დღეს დილიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და ატიკის ოლქში. დაკავებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ საცხოვრებელი ბინების ძარცვა.

ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მცირე ჯგუფებად მოქმედებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მათ ათობით სახლი აქვთ გაძარცვული. ეჭვმიტანილები მოპარულ ნივთებს დაუყოვნებლივ ყიდდნენ, ხოლო თანხას საქართველოში გზავნიდნენ.

ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციის დასრულების შემდეგ ბერძენი სამართალდამცველები, სავარაუდოდ, განცხადებას გააკეთებენ, რის შემდეგაც საქმის მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

კომენტარები
Загрузка...