იანვარი-აპრილი: საქართველოში ყველაზე მეტი რეადმისირებული პირი გერმანიიდან დააბრუნეს, ყველაზე ცოტა – საბერძნეთიდან

მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრი/შენგენის ზონის ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1260 მოქალაქე დაექვემდებარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ მიიღო 1290 განაცხადი რეადმისიის მოთხოვნით, აქედან 1260 დაადასტურა, 30-ზე (2,3%) კი უარი თქვა.

ყველაზე მეტი – 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისიით გერმანიიდან დააბრუნეს, 105 – საფრანგეთიდან, 102 – ჰოლანდიიდან, 88 – ავსტრიიდან, 29 – შვედეთიდან, 21- საბერძნეთიდან.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, რეადმისიისთვის საჭირო ყველა (მათ შორის, სატრანსპორტო) ხარჯს საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო, საიდანაც ხდება იმიგრანტის რეადმისია. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში რეადმისიის ფარგლებში დაბრუნების ხარჯებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ანაზღაურებენ.

რადიო „თავისუფლების“ ფოტო: თბილისის აეროპორტი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს. 2017 წლის 28 მარტი 

იხილე სრულად: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494183-4-thvis-ganmavlobashi-evrokavshirisshengenis-tsevri-qveynebidan-readmisias-saqarthvelos-1-260-moqalaqe-daeqvemdebara.html

კომენტარები
Загрузка...