ათენი მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტურ ქალაქებს შორის მოხვდა

საერთაშორისო კომპანია QS აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც უცხოელი სტუდენტებისთვის მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქი გამოვლინდა.

უმაღლესი განათლების საკითხებზე კვლევების მწარმოებელი კომპანია QS, რომლის მთავარი შტაბი ლონდონშია, 2018 წლის რეიტინგს ადგენს. რეიტინგში მოხვდნენ ქალაქები, სადაც უცხოელი სტუდენტებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. აქ იგულისხმება როგორც სწავლების ხარისხი, ისე ადგილობრივების დამოკიდებულება უცხოელებისადმი, ცხოვრების ღირებულება, ეკოლოგიური გარემო, უსაფრთხოება, სწავლის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა. კვლევის მიხედვით გამოვლინდა 100 ქალაქი, რომელთა მოსახლეობა 250 ათას მცხოვრებს აღემატება და სადაც, სულ ცოტა, ორი უნივერსიტეტია.

სიას სათავეში ლონდონი უდგას. მართალია, ბრიტანეთის დედაქალაქში სწავლა და ცხოვრება საკმაოდ ძვირია, მაგრამ უცხოელ სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ მაღალი დონის განათლება, რაც წარმატებული კარიერის გარანტიაა. საგულისხმოა, რომ ლონდონის სტუდენტური თემის 44 პროცენტი სწორედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან შედგება. ათეულში მოხვდნენ, აგრეთვე,: ტოკიო, მელბურნი, მონრეალი, პარიზი, მიუნხენი, ბერლინი, ციურიხი, სიდნეი და სეული. საბერძნეთის დედაქალაქი ათენი 76-ე ადგილზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამ ასეულში თბილისი არ არის.

სრული რეიტინგის სანახავად გადადით ლინკზე:

https://www.topuniversities.com/city-rankings/2018

კომენტარები
Загрузка...