კინო/ფილმები

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ახალი პრიზიორები

კანის 71-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმის რტო“  მიიღო ფილმმა „მაღაზიის ქურდები“, რომელიც იაპონელმა რეჟისორმა ჰიროკაძუ კორე-ედამ გადაიღო.

მეორე პრიზი დაიმსახურა ამერიკელი რეჟისორის, სპაიკ ლის კინონაწარმოებმა „შავი კუკლუქსკლანელი“. საუკეთესო სცენარისთვის პრიზი იტალიელმა სცენარისტმა ქალმა, ალიჩა რორვაკერმა („ბედნიერი ლაზარო“) და ირანელმა ჯაფარ პანაჰიმ („სამი სახე“) გაინაწილეს.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რუსი მსახიობი სამალ ესლიამოვა დაჯილდოვდა („აიკა“, რეჟისორი სერგეი დვორცევოი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი იტალიელ მარჩელო ფონტეს ერგო (მატეო გარონეს „Dogman“).

სამალ ესლიამოვა
მარჩელო ფონტე

ჟიურის სპეციალური პრიზი ლიბანელი რეჟისორის, ნადინ ლაბაკის „კაპერნაუმს“ მიაკუთვნეს. საუკეთესო რეჟისორად „ოსკარის“ მფლობელი, პოლონელი პავლ პავლიკოვსკი აღიარეს ფილმისთვის „ცივი ომი“. ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა სპეციალური პრიზი მიიღო ფილმისთვის „მხატვრული სახე და მეტყველება“.

გამარჯვებული ფილმის, „მაღაზიის ქურდების“ ოფიციალური ტრეილერი:
https://www.youtube.com/watch?v=3zJ3_JZnH_Q

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close