საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ქართული დიასპორული ორგანიზაციები თესალონიკის ენის ფესტივალზე

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში სტარტი აიღო მეექვსე საერთაშორისო ფესტივალმა „მრავალენოვანი ქალაქი თესალონიკი 2018“. ღონისძიება ქალაქის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და მასში მონაწილეობს ასამდე კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აგრეთვე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები.

ორგანიზატორების მიზანია წარმოაჩინონ თესალონიკის მულტიკულტურული ტრადიციები, რომელთა ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქში არსებული ენობრივი მრავალფეროვნება.
თესალონიკის საერთაშორისო ფესტივალის – ,,მრავალენოვანი ქალაქი თესალონიკი 2018“ – პროგრამის ფარგლებში ქართული დელეგაცია 18, 19 და 20 მაისს  მონაწილეობას მიიღებს ძირითად საფესტივალო ჩვენებაში, რომელიც თესალონიკის საზღვაო პორტის ტერიტორიაზე გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ქართული ენა და ქართული ფოლკლორი.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია ზაირა გარდავა, რომელიც ყურადღებას არ აკლებს ფესტივალის თითოეულ მონაწილეს. ქართული ენის განყოფილებას კი ნათია მაისურაძე ხელმძღვანელობს.

ფესტივალის მიმდინარეობისას ქართული პავილიონი სტუმრებს გააცნობს საქართველოს, მის კულტურას და ტრადიციებს. საგამოფენო დარბაზში (Αποθήκη Δ΄) წარმოდგენილია თესალონიკში მოღვაწე თვითნასწავლი მხატვრის, ნინო ონიანის ნახატები და მარიეტა ხაჭაპურიძის თექაზე შესრულებული ნამუშევრები. საქართველოს წარმოადგენენ: თესალონიკის ქართული საზოგადოება ,,საქართველო“ (თავმჯდომარე – ელგუჯა მინაძე) და მასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საქართველო“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – რუსუდან საბაძე), თესალონიკის ქართველთა ასოციაცია (ხელძღვანელი – ზაზა სულამანიძე), ქართველ ქალთა ასოციაცია, თესალონიკის კულტურულ-შემოქმედებითი ანსამბლი ,,ნერაიდა” (ხელმძღვანელი – მეგი ბოსტოღანაშვილი-კული).
დიასპორულ ორგანიზაციებს აქტიურად ეხმარება ქალაქ თესალონიკში საქართველოს საკონსულო. ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სხვადასხვა ტიპის ბუკლეტები, ბროშურები და საქართველოს რუკები გადაეცათ.

თესალონიკის მერი იანის ბუტარისი ქართულ პავილიონთან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close