პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

თურქეთში დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების ახალი გეგმა

როგორც ცნობილია, უკვე თითქმის სამი თვეა ადრიანოპოლის ციხეში იმყოფებიან ბერძენი ჯარისკაცები, რომელთაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად.

საბერძნეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მეთაურთა საბჭომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი ადრიანოპოლში არსებული ბერძნული დიპლომატიური მისიის წევრებად გამოაცხადა. ამდენად, ჯარისკაცები დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებად მოგვევლინებიან.

რას ნიშნავს პრაქტიკულად აღნიშნული გადაწყვეტილება? უპირველესად, ჩნდება შანსი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჯარისკაცები ციხიდან დაიხსნან, რადგანაც აქამდე თურქული სასამართლო ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებს ადრიანოპოლში მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ხელწერილით მათი გაშვების შემთხვევაში შესაძლებელია მართლმსაჯულებას დაემალონო.

ახლა უკვე ადვოკატებს შეუძლიათ მიუთითონ ადრიანოპოლში ბრალდებულების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და საბერძნეთის სახელმწიფომ გასცეს გარანტიები, რომ სასამართლოს დასრულებამდე ჯარისკაცები ქვეყანას არ დატოვებენ. ამას გარდა, საბერძნეთის სახელმწიფო მათ, როგორც უცხოეთში დიპლომატიური მისიით მყოფ თანამშრომლებს, ხელფასს გადაუხდის და ამ გზით ნაწილობრივ დაიფარება დაკავებული ჯარისკაცების ოჯახების ხარჯები.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close