საბერძნეთი

საბერძნეთში დიდი განძი იმალება?

როგორც ბერძნული პორტალი TOXRIMA.GR წერს, კრეტაზე, იონიის ზღვის რეგიონში საბერძნეთის ნამდვილი განძი იმალება.

Hellenic Hydrocarbon Management Company-ს (Ελληνικής Εταιρείας Διαχείρισης Υδρογονανθράκων) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ იანის ბასიასმა განაცხადა, რომ  კრეტის სამხრეთით, ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადოების მარაგები 3-იდან 30 ტრილიონ კუბომეტრამდეა, ხოლო ნავთობის საბადოს მარაგები 3 მილიარდ ბარელამდე აღწევს.

გაზეთი «Δημοκρατία» („დემოკრატია“) წერს, რომ იანის ბასიასის განმარტებით, საბადოების მარაგების შეფასება დასავლეთ საბერძნეთის რეგიონებსა და ზორის საბადოს რაიონებს შორის მსგავსების ანალიზს, აგრეთვე, კრეტის სამხრეთით მდებარე რაიონისა და კალიფსოსა და კვიპროსის ონესიფოროსის შელფური საბადოების მსგავსების ანალიზს ეფუძნება.

არსებული გაანგარიშებით, საბერძნეთის ბუნებრივი გაზის მარაგები, სულ მცირე, 4 ტრილიონ კუბომეტრს, ხოლო ნავთობის საბადოების მარაგი – 3 ტრილიონ ბარელს შეადგენს.

აღნიშნული ბუნებრივი საბადოებისგან სახელმწიფოს მოგება 600 მლრდ ევროდ ფასდება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საბერძნეთის სახელმწიფო ხაზინაში ფული უკვე მომავალი 25 წლის განმავლობაში დაიწყებს შესვლას – იმ მომენტიდან, როდესაც საბადოების დამუშავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

photo: toxima.gr

წყარო:  http://www.toxrima.gr/enas-thisayros-600-disekatommyrion-eyro/

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close