დღის თემასაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლების ახალი ვადები განისაზღვრა

25 აპრილს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომლის მიხედვითც ხელახლა განისაზღვრა ბინადრობის ხანგრძლივობა იმ პირებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა სურთ.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა აქვს საბერძნეთის მოქალქეობა მოითხოვოს. ამჯერად სამინისტრომ თითოეული კატეგორიისთვის სხვადასხვა ვადა განსაზღვრა. კერძოდ, ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის მქონეთ (Άδεια διαμονής Επί Μακρόν Διαμένοντος) განაცხადის შეტანის მომენტისთვის საბერძნეთში ლეგალურდ ნაცხოვრები უნდა ქონდეთ 7 წელიწადი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს – 3 წელიწადი, პოლიტიკურ დევნილად აღიარებულ პირებს – 3 წელიწადი, მოქალაქეობის არმქონე პირებს – 3 წელიწადი, „მეორე თაობის” იმიგრანტის სტატუსის მქონეთ (Άδεια διαμονής δεύτερης γενιάς) – 7 წელიწადი, უვადო ან ათწლიანი ბინადრობის მოწმობის მქონეთ – 7 წელიწადი; საბერძნეთის მოქალაქის მეუღლე, რომელსაც ჰყავს საერთო შვილი ბერძენ მეუღლესთან და ფლობს ზემოთ ჩამოთვლილი ბინადრობის მოწმობიდან ერთ-ერთს – 3 წელიწადი, საბერძნეთის არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი (ბავშვს მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ბერძნულ სკოლაში სწავლის შედეგად), რომელიც ფლობს ზემოთ ჩამოთვლილი ბინადრობის მოწმობიდან ერთ-ერთს – 3 წელიწადი. ნებისმიერი სხვა სახის ბინადრობის მოწმობის მფლობელს (მაგ.: Άδεια διαμονής εξαρτημένης εργασίας) განაცხადის შეტანის უფლება ენიჭება საბერძნეთში 12 წელიწადის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების შემდეგ.

საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველს განაცხადის შეტანის მომენტისთვის უნდა ჰქონდეს ვადიანი ბინადრობის მოწმობა (დროებითი ცნობები, ე. წ. ვევეოსები განაცხადის დარეგისტრირების უფლებას არ იძლევა).

ცირკულარის მიხედვით ცვლილება ხდება ბერძნულ სკოლაში სწავლის შედეგად მოქალაქეობის მიღების წესშიც. კერძოდ, ამ კატეგორიაში, ბერძნულ საჯარო სკოლებთან ერთად შედიან საბერძნეთში მოქმედი უცხოური საშუალო განათლების დაწესებულებების კურსდამთავრებულებიც იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული სასწავლებელი ფუნქციონირებს საბერძნეთის სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში.

ახალი რეგულაციები ეხება განაცხადებს, რომლებიც 2018 წლის 2 აპრილის შემდეგ არის (ან იქნება) შეტანილი. ძველი განაცხადები მანამდე არსებული წესით განისაზღვრება.
უახლოეს მომავალში დადგინდება მოქალაქეობის მიღების მსურველთა გასაუბრების ახალი წესი, რის შესახებაც ოპერატიულად შეგატყობინებთ.

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამიერიდან საბერძნეთის მოქალაქეობა შეუძლიათ მოითხოვონ ჩვენმა თანამემამულეებმა, ვისაც აქვს ათწლიანი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა (საბერძნეთში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების შემთხვევაში) და დაქირავებული შრომის უფლების მქონე (Άδεια διαμονής εξαρτημένης εργασίας) პირებმა (საბერძნეთში ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების შემთხვევაში).

ცირკულარის სრული ტექსტი ბერძნულ ენაზე იხილეთ ამ გვერდზე:

http://www.ypes.gr/UserFiles

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close