fbpx
სამზარეულო

მაკარონი ფარშითა და ლობიოთი

საჭირო პროდუქტი: 350 გ მაკარონი, 200 გ ფარში, 150 გ მოხარშული ლობიო, 1 ს/კ ტომატპასტა, 80-100 მლ წყალი, დაფნის ფოთოლი, 200 გ გახეხილი ყველი, მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ და გადაწურეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაუმატეთ ფარში, დაფნის ფოთოლი და შუშეთ რამდენიმე წუთი, სანამ წვენს არ დაიშრობს. დაუმატეთ ცოტა წყალში გახსნილი ტომატპასტა და გადაწურული ლობიო (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული ლობიოც). ფარში უნდა იყოს წვნიანი. შეაზავეთ მარილით და პილპილით. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მაკარონი, მოაყარეთ ფარში, ზემოდან მოახეხეთ სულგუნი ან სხვა რომელიმე რბილი ყველი, ნაკლებმარილიანი, შედგით ჰაერღუმელში და შეწვით, სანამ ყველი არ მოიბრაწება და ჩადნება. გამოიღეთ და მოაყარეთ მწვანე ხახვი.

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close