ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„მიყვარს, როცა ხალხს ვაცინებ და ვაბედნიერებ“

გიორგი დავითაშვილი ხალხმა სოციალური ქსელიდან გაიცნო სახალისო ვიდეოებით, რომელსაც თვითონ იღებს – ამბობს, რომ უყვარს, როდესაც ხალხს აცინებს და აბედნიერებს. გიორგი დავითაშვილიც ემიგრანტია და თესალონიკის თეატრალურ სასწავლებელში – „დუენდეში“ სწავლობს სამსახიობოზე.

გიორგი, რამდენი ხანია, რაც საბერძნეთში ცხოვრობ?
თითქმის 6 წელია, რაც საბერძნეთში, კერძოდ, თესალონიკში ვცხოვრობ. 2017 წელს აქ დავამთავრე  სკოლა „17 გიმნასიო ლიკიო“ –  საკმაოდ კარგი ქულებით.

მოგვიყევი შენს საქმიანობაზე…
ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე საკმაოდ დატვითულია.  ვმუშაობ ძალიან ბევრს, აგრეთვე, ვსწავლობ სამსახიობოზე და, მოგეხსენებათ, მსახიობს ბევრი მუშაობა უწევს იმისთვის, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. თუ დრო მრჩება ხოლმე, აუცილებლად ვიღებ ვიდეოებს და მეგობრებთან ერთად ვერთობი.

რომელ სასწავლებელში სწავლობ?
ვსწავლობ თეატრალურ სასწავლებელში, რომლის სახელწოდებაა „დუენდე“ – Ντουέντε. ბევრ ბერძნულ სპექტაკლში ვმონაწილეობ… ქართულ სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი.

პროფესიიდან გამომდინარე თუ გიწევს არაორდინარული საქციელის ჩადენა?
ყოველთვის ვცდილობ, ვიყო პოზიტიური, ჩემი ყოველი დღეც, შესაბამისად, „სიგიჟეებით“ იწყება და მთავრდება. მიყვარს, როცა ხალხს ვაცინებ და ვაბედნიერებ. ყოველთვის ვცდილობ, ეს ჩემი მხიარული განწყობა სხვასაც გადავდო და გავახალისო.

რომ არა მსახიობობა, რომელ პროფესიას აირჩევდი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს, რადგან ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ… ალბათ ჟურნალისტიკას ავირჩევდი.

რას ეტყვი ჩვენს მკითხველს და შენს მაყურებელს?
ყოველთვის იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. არასდროს დაიხიოთ უკან და ყოველთვის აკეთეთ ის, რაც გულით გინდათ.

ბერძნებზე რას იტყოდი, როგორები არიან?
ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული  ხალხია. ბევრი ბერძენი მეგობარი მყავს, რომლებიც ყველაფერში გვერდში მიდგანან და მეხმარებიან განვითარებასა და ზრდაში.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ნახეთ გიორგის ვიდეო და იხალისეთ.

💪💪😃😂😂☝🏻🤩 დილის ვარჯიში მადონასთან ერთად #2 🤩🤩✊🏽💪🏿👇🏽☝🏻💃🏻💃🏻💃🏻👠👠👠👡👡 თუ გინდა რომ დაიკლო წონაში მსხვერპლი უნდა გაიღო 🙈💃🏻👠🤣❤️ (#დამითაგეთ_აბა_რამდენი_ხართ_ამ_დღეში_ვაზიარებთ)P.s ზაფხული მოდის. 😊⭐️🤣👠☝️💃🏻

Gepostet von George Davitashvili am Samstag, 14. April 2018

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close