ღვეზელი ხორცის ფარშით

საჭირო პროდუქტი ცომისთვის: 2 კვერცხი, 0,5 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 1 ჩ/ჭ კეფირი (მაწონი), 0,5 ჩ/კ სოდა.

გულსართისთვის: 300 გ ფარში, 2-3 თავი გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი: კეფირში ჩაყარეთ სოდა და აურიეთ, 5 წუთს გააჩერეთ. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. ტაფას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და ნახევარი ცომი ჩაასხით. დაადეთ მომზადებული გულსართი (უმი ფარში) და ზემოდან დაასხით ცომის მეორე ნაწილი. შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში და 40 წუთი აცხვეთ.

კომენტარები
Загрузка...