სოკოს ვინეგრეტი (სამარხვო)

საჭირო პროდუქტი: 200 გ სოკოს მარინადი, 1 ჭარხალი, 1 სტაფილო, 1 მჟავე კიტრი, 1 თავი ხახვი, 2 კარტოფილი, 3 ს/კ ზეთი (მზესუმზირის, სიმინდის ან ზეითუნის, რომელიც გსურთ), 1 ს/კ ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი.

მომზადების წესი: სოკო და ხახვი წვრილად დაჭერით. მოხარშეთ ბოსტნეული. სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, კიტრი პატარა კუბებად დაჭერით და სოკოს და ხახვს შეურიეთ. ვინეგრეტი შეაზავეთ ლიმონის წვენით და ზეთით, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ. გააფორმეთ წვრილი სოკოებით და მწვანილით.

კომენტარები