2017 წელს საქართველოდან გასული ემიგრანტების და შემოსული იმიგრანტების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გასული ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა. 2016 წლის მონაცემებით, საქსტატში 98 288 ემიგრანტი ფიქსირდებოდა, 2017 წლის მონაცემებით კი საქართველოდან გასული ემიგრანტების რაოდენობამ 85 451 კაცი შეადგინა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

გასული წლის მონაცემებით, აგრეთვე, შემცირდა იმიგრანტების (საქართველოში საცხოვრებლად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები) რაოდენობაც. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში 83 239 იმიგრანტი შემოვიდა, დაახლოებით 7000-ით ნაკლები, ვიდრე  2016 წელს (90 228).

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩანს, რომ 2017 წელს საქართველოში მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითია (-2 212), რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან 2212 ემიგრანტით მეტი გავიდა, ვიდრე იმიგრანტი შემოვიდა.

ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობამ  3 მლნ 729.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,1%-ით მეტია.

წყარო: http://www.geostat.ge/

კომენტარები