სამზარეულო

ვარია მეგრულად ტყემალსა და ნიგოზში

საჭირო პროდუქტი: 1 მოზრდილი ვარია, 100 გ კარაქი, 3-4 თავი ხახვი, 1 ჩ/ჭ ნიგოზი, 1 ჩ/ჭ ტყემალი, 2 კვერცხის გული, 1 ჩ/ჭ ხმელი სუნელი, 3-3 ძირი მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში), მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი: ვარია დაჭერით ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, წითელი წიწაკა, აურიეთ და მოათავსეთ ფართოძირიან დაბალ ქვაბში, დაუმატეთ კარაქი, დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ, სანამ არ შეწითლდება. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგად მოურიეთ. დაახურეთ სახურავი და გააგრძელეთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, დაუმატეთ მოხარშული და საცერში გატარებული ახალი ტყემალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული მწვანე ტყემალიც). შეაზავეთ მწვანილით და მარილით. ბოლოს მდუღარეში ჩაუმატეთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და შეურიეთ კვერცხის გული, კარგად აურიეთ, რომ არ აიჭრას. სუფრაზე ლანგრით მიიტანეთ, ზევიდან წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close