ნიგვზიანი ბადრიჯანი (სამარხვო)
საჭირო პროდუქტი: 1 კგ ბადრიჯანი, 200-250 გ ნიგოზი, 1 თავი ხახვი, 1 ჩ/კ ხმელი ქინძი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, 1/2 ჩ/კ ყვითელი ყვავილი, 2 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი, 3-4 კბილი ნიორი, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 1 ბროწეულის მარცვლები, ზეთი – შესაწვავად, ძმარი, მარილი – გემოვნებით. სალათის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადების წესი: ბადრიჯანი მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით და მარილი მოაყარეთ.15-20 წუთის შემდეგ წყალი გადაავლეთ და გაწურეთ. ცხელ ტაფაზე ზეთი დაასხით და ბადრიჯანი ორივე მხრიდან შეწვით. ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ყველა ჩამოთვლილი სანელებელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი და აზილეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მწვანე წიწაკა. ნიგვზიანი საკმაზი ბადრიჯანს წაუსვით, გადაკეცეთ და ზემოდანაც გადაუსვით. ნიგვზიანი ბადრიჯანი შეგიძლიათ რულეტივით გადაახვიოთ ან ორად გადაკეცოთ. ზემოდან მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
კომენტარები