მაკარონი კრევეტებითა და პომიდვრის სოუსით

საჭირო პროდუქტი: 350 გ მაკარონი (სასურველია პატარა ზომის), 200 გ გაყინული კრევეტები, 2 თავი ხახვი, 100 გ ბეკონი ან შებოლილი ლორი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ მაიორანი (თავშავა), 3 ს/კ პომიდვრის პასტა, 1 ს/კ პაპრიკა, 1 ჩ/ჭ წყალი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ. 2 წუთის განმავლობაში ხარშეთ კრევეტები. ზეითუნის ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ პაპრიკა, მარილი, წიწაკა და ბეკონი, 3 წუთის შემდეგ დაასხით წყალში გახსნილი პომიდვრის პასტა, დააყარეთ მაიორანი, შეაზავეთ მარილით და 5 წუთი შუშეთ. მაკარონი მოათავსეთ ლანგარზე, მოასხით პომიდვრის სოუსი და მოაყარეთ მოხარშული კრევეტები.

კომენტარები
Загрузка...