ბინების მოკლევადიანი გაქირავება – მომგებიანი ბიზნესი უძრავი ქონების მეპატრონეთათვის ათენში
ათენის ტურისტულ შესაძლებლობებს უძრავი ქონების მფლობელები სულ უფრო აქტიურად იყენებენ. სასტუმროებს სერიოზული კონკურენციის პირობებში უწევთ საქმიანობა.
მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ბინებისა და სახლების ტურისტებზე მოკლევადიანი გაქირავების პრაქტიკა. 2008 წელს აშშ-ში დაარსებული სპეციალური საიტი Airbnb წარმატებით შუამავლობს გამქირავებლებსა და პოტენციურ კლიენტებს შორის. ეს ბიზნესი ყველასთვის მომგებიანია – ბინის მეპატრონეს შეუძლია უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, ხოლო ტურისტი საკმაოდ კარგი ხარისხის მომსახურებას შედარებით დაბალ ფასებში იღებს.
ბოლო პერიოდში ათენში საკმაოდ მომრავლდა ასეთი შინაარსის განცხადებები. ამჟამად ქალაქში 8500 ბინა ქირავდება და მათ მესაკუთრეებს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. როგორც აღმოჩნდა, მასაკუთრეები თვეში საშუალოდ 700 ევროს გამოიმუშავებენ. ყველაზე პოპულარულია ქალაქის ისტორიული ცენტრი, სადაც ტურისტული ობიექტებია განლაგებული. კუკაკის, პლაკის, მონასტირაკის, თისიოსა და კერამიკოს რაიონებში უძრავი ქონების მფლობელების თვიური შემოსავალი 1000 ევროს აღწევს. განცხადებების რაოდენობითა და შემოსავლით მეორე ადგილზეა ექსარხია. აღნიშნულ უბანში ბინების მოკლევადიანი გაქირავება თვეში საშუალოდ 600 ევროს გამომუშავების საშუალებას იძლევა.
ტურისტები სიამოვნებით ქირაობენ ბინებს, ასევე, პაგრატის, ნეოს კოზმოს და ზღვისპირა რაიონებში – გლიფადა, ვულიაღმენი, ლავრიო, სუნიო. ნაკლებად პოპულარულია ათენის ჩრდილოეთ და დასავლეთ რაიონებში მდებარე უძრავი ქონება.
ქვემოთ იხილეთ ცხრილი, სადაც ნაჩვენებია უბნების მიხედვით ბინების გაქირავებით მიღებული საშუალო შემოსავალი:
კომენტარები