სამზარეულო
შამპანურის კოქტეილი ბროწეულის მარცვლებით
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2018/04/KUL-shampan-i-granat-1.jpg)
ეს ლამაზი და ორიგინალური კოქტეილი ნებისმიერ დღესასწაულს ან წვეულებას დაამშვენებს.
საჭირო პროდუქტი: 400 გ ბროწეული, 500 მლ შამპანური, მშრალი ყინული.
მომზადების წესი: გამოწურეთ წვენი ბროწეულიდან, დაახლოებით 150 მლ. შამპანური გააცივეთ 7 გრადუსამდე. ბოკლებში ჩაყარეთ ყინული. თანაბრად გაანაწილეთ ბროწეულის წვენი. შამპანური ძალიან ფრთხილად დაასხით, ისე რომ ბროწეულის წვენი ქვევით დარჩეს. ჩაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც.
ძალიან სასიამოვნო დასალევია!
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები