პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ალექსის ციპრასის ვერტმფრენი საფრთხეში ჩააგდეს

17 აპრილს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი კუნძულ კასტელორიზოზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. თურქეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე კუნძულიდან დაბრუნებისას პრემიერს ინციდენტი შეემთხვა.

დოდეკანესის არქიპელაგში შემავალ კუნძულ კასტელორიზოზე ვიზიტისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. იგი საბერძნეთის ამ ყველაზე დაშორებული კუნძულის მცხოვრებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ ესაუბრა.

პრემიერი ათენში შვეულმფრენით დაბრუნდა. შევეულმფრენის აფრენის შემდეგ პილოტს ახლომდებარე თურქული სამხედრო ბაზიდან აცნობეს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და ფრენის მონაცემების გადაცემა მოსთხოვეს. პილოტმა დემონსტრაციულად გაუკეთა იგნორირება თურქების მოთხოვნას და დასახული კურსით ფრენა განაგრძო. საპასუხოდ, თურქულმა მხარემ შვეულმფრენის მიმართულებით ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. საბერძნეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ პრემიერის დასაცავად დაუყოვნებლივ გაგზავნა ორი А-16, რომლებმაც მეზობელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდები აიძულეს, უკან გაბრუნებულიყვნენ, რითაც ინციდენტი ამოიწურა.

თურქულმა მხარემ ამ დემარშით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აღიარებს ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის საჰაერო სივრცის საზღვრებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close