fbpx
კრიმინალიnewsსაბერძნეთი

დიანა ბერიძის მკვლელ ბერძენ ექიმს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ქართველი ემიგრანტი ქალის, 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს თესალონიკის სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა – 38 წლის ანგიოქირურგს, დიმიტრის პელეკასს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მკვლელობა 2017 წლის აპრილში თესალონიკში მოხდა. სამი შვილის დედა დიანა ბერიძე საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა. ექიმის შეცდომის გამო პაციენტი გარდაიცვალა. დამნაშავემ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ საავადმყოფოში არავინ იმყოფებოდა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალი საკუთარ მანქანაში გადაიყვანა, შემდეგ კი ქალაქგარეთ წავიდა და ცხედარი კლდეზე გადააგდო. დიანა ბერიძის ცხედარი მე-9 დღეს აღმოაჩინეს.

ბრალდებული თავდაპირველად დანაშაულს არ აღიარებდა, მაგრამ საბოლოოდ თავი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close