გარნირი ბულგარული წიწაკით და კიტრით

ეს გარნირი უხდება ნებისმიერ ბურღულეულს, შემწვარ ან მოხარშულ ხორცსა და კარტოფილს.

საჭირო პროდუქტი: 150 გ წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, 100 გ კიტრი, 1ს/კ ოხრახუში, 1 ძირი მწვანე ხახვი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და თეთრი ღვინის ძმარი.
მომზადების წესი: დაჭერით ყველა ინგრედიენტი. აურიეთ ძმარი და ზეთი ერთმანეთში, მოასხით ბოსტნეულს და მოურიეთ. შედგით მაცივარში 10-15 წუთით.

კომენტარები
Загрузка...