სამზარეულო
თაფლის თაფლაკვერი („პრიანიკი“)
სახლში მომზადებული თაფლაკვერი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.
საჭირო პროდუქტი: 7 ჩ/ჭ პურის ფქვილი, 1 ჩ/ჭ შაქარი, 1,5 ჩ/ჭ თაფლი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით, 3/4 ჩ/ჭ წყალი.
მომზადების წესი: წყალს დაუმატეთ თაფლი, შაქარი და აადუღეთ. შეგრილებულს ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი (თან განუწყვეტლივ ურიეთ). მოზელის შემდეგ ცომი გააცივეთ, დაუმატეთ სოდა ძმრით და კვლავ გადაზილეთ, გააჩერეთ 10 წუთი, გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით სასურველ ფორმებად. „პრიანიკები“ მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფორმაზე, შედგით ჰაერღუმელში 220 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთით. მზა „პრიანიკებს“ სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან მოაყაროთ შაქრის პუდრა.
რჩევა: შეგიძლიათ, ცომი ფორმებად არ დაჭრათ. მთლიანად გაიყვანოთ თუნუქის ფორმაზე და ისე გამოაცხოთ. ფორმებად კი გაცივების შემდეგ დაჭრათ.
კომენტარები