სოკოს ხარჩო (ხის ან ქამა სოკოსგან)

 

საჭირო პროდუქტი: 1 კგ ხის ან ქამა სოკო, 2-3 თავი ხახვი, 1 ჩ/ჭ ნიგოზი, 2 ჩ/კ ხარჩოს სუნელი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, 2 ჩ/ჭ წყალი, წიწაკა, მარილი _ გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და ჩაშუშეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში; აურიეთ ერთმანეთში ნიგოზი, სანელებლები, დაუმატეთ წყალი, კარგად გაქენით და ჩაასხით სოკოში, წამოადუღეთ და გადმოდგით.

კომენტარები
Загрузка...