newsსაბერძნეთი

ათენში ავტომობილი მეტროს ხაზზე დაეცა

30 მარტს, დილის 8 საათზე კიფისიაში უბედური შემთხვევა მოხდა. პირეოსი-კიფისიას მიწისზედა მეტროს ხაზზე (ე. წ. ილექტრიკო), სადგურ კიფისიასთანავტომობილი ხიდიდან გადავარდა და სარკინიგზო ხაზზე დაეცა.

დაცემის შედეგად ავტომობილი ძლიერ დაზიანდა. მეტროს შემადგენლობის მძღოლმა მომხდარი დროზე შენიშნა და მატარებლის გაჩერება მოახერხა, რის შემდეგაც მძღოლს ავტომანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა. ადგილზე მალე მივიდნენ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიეს. როგორც აღმოჩნდა, მძღოლი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სარკინიგზაო ხაზზე მოძრაობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო შეჩერებული, რადგან ავტომობილის შემთხვევის ადგილიდან გამოყვანა და სარკინიგზო ხაზის გაწმენდა საკმაოდ გაჭირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close