ისტორიამოგზაურობაკულტურა

მანი – სვანური კოშკების ბერძნული ანალოგების სამშობლო (ფოტო)

საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ლაკონიის მხარის სამხრეთით მდებარე ისტორიული ოლქი – მანი ცნობილია თავისი კოშკებით. ამ კოშკების აგება ჯერ კიდევ ბიზანტიურ ეპოქაში, მეცამეტე საუკუნეში დაიწყო. დღეს ძველი კოშკების უმრავლესობა განადგურებულია. ამჟამად მე-18 საუკუნის დასაწყისიდან აგებული კოშკებია შემორჩენილი. კოშკების მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა.

მანის კოშკები ქვით ნაგებ მაღალ, მრავალსართულიან ნაგებობეს წარმოადგენს. მათ თავდსხმებისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. კოშკების სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. კოშკის სიმაღლის მიხედვით ჩანდა მეპატრონის ეკონომიკური სიძლიერე.

მანის კოშკები საოცრად ჰგავს სვანურ კოშკებს როგორც ფორმით, ისე დანიშნულებით.

ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია 1830 წელს აგებული კუმუნდურუს კოშკი, რომელიც საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდროს კუმუნდურუს წინაპრებმა ააშენეს. ნაგებობა ვითაა ნაშენები და, ძირითადად, თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. შენობაში ჩამონტაჟებულია ქარის წისქვილი, რაც კოშკის მეპატრონეებს ალყის შემთხვევაში ხორბლის ადგილზე დაფქვის საშუალებას აძლევდა.

კუმუნდურუს კოშკი

კაპეტანაკიდების კოშკი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. ის შემაღლებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივად ერწყმის გარემოს. ოჯახი, რომელსაც კოშკი ეკუთვნოდა, აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

კაპეტანაკიდის ციხე-სიმაგრე

მანის კოშკები უნიკალურია საბერძნეთისთვის და მას საბერძნეთში ანალოგი არ მოეპოვება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close