მსოფლიოსაზოგადოება

„გატაცება, ძარცვა, კორუფცია“ – როგორ იშოვა აბრამოვიჩმა მილიარდები

ვლადიმირ პუტინთან ახლა ურთიერთობის გამო რომან აბრამოვიჩს ინგლისსა და პრემიერ ლიგაში სანქციები დაუწესეს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩელსის მფლობელი ყურადღების ცენტრში მოექცა.

BBC-მ დოკუმენტური ფილმიც კი გამოაქვეყნა იმის შესახებ თუ როგორ გახდა მილიარდერი აბრამოვიჩი. ირკვევა, რომ აბრამოვიჩს ქურდობასთან, გატაცებასა და კორუფციასთან აქვს კავშირი. ამის შესახებ მასალას marca ავრცელებს. 

როგორ გამოიმუშავა აბრამოვიჩმა ფული?

რომანს პირველი კანონდარღვევა 1992 წელს საწვავით დატვირთული ავზის გატაცებით უფიქსირდება. რუს ბიზნესმენს მისი გაყიდვა და დიდძალი მატერიალური სარგებლის ნახვა სურდა. რუსმა ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი გაურკვევლობა იყო და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მაშინ პოლიციას მისი დაკავების ორდერი გადაეცა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე უკვალოდ გაქრა…

რა თქმა უნდა, ჩამონათვალში კორუფციასაც შეხვდებით. იმისთვის, რომ „გაზპრომის“ წილი შეეძინა, პოლიტიკური გავლენა სჭირდებოდა, რუს მილიარდერს კი ეს „პატივი“ არ ჰქონდა. ამიტომაც ბორის ბერეზოვსკის (მეორე რუსი ოლიგარქი, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონვე დაადასტურა) 10 მილიონი ფუნტი გადასცა, რათა ბორის ელცინის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, ალექსანდრ კორჟაკოვისთვის გადაეხადა. 1997 წელს წილის ყიდვა თაღლითობის ბრალდებით იქნა გამოძიებული, თუმცა… ალბათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით… რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო.

ბრალდებები გატაცებაში

Slavneft-ის ყიდვაში აბრამოვიჩს წინააღმდეგობას ჩინური კომპანია უწევდა. მეტიც, ოლიგარქის შეთავაზებულ თანხაზე ორჯერ მეტის გაცემისთვის იყვნენ მზად, თუმცა მოსკოვში მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გაიტაცეს, მოგვიანებით კი აზიურმა მსხვილმა კომპანიამ Slavneft-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. BBC-ს რუსის ადვოკატებმა განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ მიერ მოყოლილი ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია ყალბი იყო.

აბრამოვიჩის ურთიერთობა რუს მოდელთან, ალექსანდრა კორენდიუკთან

სკანდალებით სავსეა რუსი ოლიგაქრის პირადი ცხოვრებაც, ირკვევა, რომ აბრამოვიჩს 25 წლის უკრაინელ მოდელთან და წამყვანთან ალექსანდრა კორენდიუკთან აქვს ურთიერთობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთ წელზე მეტია ურთიერთობაში არიან.

აბრამოვიჩი ახლა მოსკოვშია

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აბრამოვიჩი ახლა მოსკოვში იმყოფება. მანამდე იგი ისრაელის აეროპორტში დააფიქსირეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close