მსოფლიოსაზოგადოება

„ისეთ ცუდ დღეში ვარ, სახლი თავად დავალაგე, დამლაგებლის ფული აღარ მაქვს“ – მილიარდერი მიხეილ ფრიდმანი

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

გავლენიანი ოლიგარქი ამბობს, რომ თავს ლონდონში მყოფ პატიმრად გრძნობს და, პრაქტიკულად, არ აქვს ფული, თუნდაც დამლაგებელი რომ დაიქირაოს.

ანგარიშების დაბლოკვის შემდეგ ფრიდმანს ფულის დასახარჯად ნებართვის  აღება ბრიტანეთის მთავრობისგან მოუწევს, რომელმაც უნდა დაადგინოს მოთხოვნის გონივრული ოდენობა. ხარჯები შეიძლება თვეში 2,5 ათას ფუნტამდე შეიზღუდოს.

„ისეთ ცუდ დღეში ვარ, სახლი თავად დავალაგე, დამლაგებლის ფული აღარ მაქვს. განა ვთაკილობ, სტუდენტობისას ვცხოვრობდი პატარა საერთო საცხოვრებლის ოთახში ოთხ ადამიანთან ერთად, მაგრამ 35 წლის შემდეგ ეს მოულოდნელია“, – ამბობს ფრიდმანი.

Bloomberg-ის ცნობით, ომამდე ბიზნესმენის ქონება დაახლოებით $14 მილიარდი იყო. როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ 15 მარტს ფრიდმანს სანქციები დაუწესა, ბრიტანეთში მისი ბოლო სამუშაო საბანკო ბარათი გაიყინა. ოლიგარქი გაღიზიანებულია, მაგრამ ცდილობს თავისი პრობლემები ომისგან დატანჯული უკრაინელების პრობლემებს არ შეადაროს.

„ჩემი პრობლემები ნამდვილად არაფერია მათ პრობლემებთან შედარებით“, – ამბობს ფრიდმანი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბეიკერი

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close