საზოგადოებასაქართველო

ქუთაისში ექიმებმა ახალშობილს გაჩერებული გული აუმუშავეს

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი გიული კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაარჩინეს ახალშობილი, რომელსაც გული გაუჩერდა.

„სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე. იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს. ჩემო საუკეთესო ადამიანებო – აზა მესხი, ნატალია თორთლაძე, ირმა ჭუმბურიძე, ლიკა შალიკიანი, ნონა კიკაბიძე ნანა გოგორელიანი. მადლობა თქვენ კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისათვის“, – წერს გიული კირთაძე.

„40 წუთი მიდიოდა გულის მასაჟი, ზუსტად 40 წუთის შემდეგ აღდგა გულის მუშაობა. როდესაც ფონენდოსკოპში მოვისმინე გულისცემა, სიხარულისაგან მეგონა ღმერთი უკრავდა ხმას“, –  განაცხადა რეანიმატოლოგმა.

 infoimereti.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close