პოლონეთში მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაღაზიაში დააკავეს იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„პოლიციამ მამაკაცი ვარშავაში, ბიელანის უბანში დააკავა, რადგან მას პირბადე არ ეკეთა“, – განაცხადა ინსპექტორის მოადგილემ, ელვირა კოზლოვსკამ.
45 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
imedinews.ge
კომენტარები