fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ისრაელი 9 იანვრიდან განაახლებს ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას

ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს. საუბარია იმ მოგზაურებზე, რომლებიც ისრაელში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, სადაც ეპიდვითარება გართულებული არ არის.

ამასთან, მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ კოვიდ-19.

ქვეყანაში შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ სპეციალური ფორმის შევსება, ასევე, თვითმფრინავში ჩასხდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც პისიარ ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ბოლო ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება აკრძალული ჰქონდათ, ამოიღეს უნგრეთი, ნიგერია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close