მსოფლიოკრიმინალი

მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წელი ეძებდნენ, მაღაზიაში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააკავეს

პოლონეთში მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაღაზიაში დააკავეს იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„პოლიციამ მამაკაცი ვარშავაში, ბიელანის უბანში დააკავა, რადგან მას პირბადე არ ეკეთა“, – განაცხადა ინსპექტორის მოადგილემ, ელვირა კოზლოვსკამ.

45 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close