საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლეს
საბერძნეთში, ქალაქ მოსხატოში (Μοσχάτο – ათენის სამხრეთი გარეუბანი) 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარი სახლის შესასვლელთან მოკლეს. ინციდენტი პირველ იანვარს მოხდა.
ბერძნული მედიის ცნობით, მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის სახლში მეუღლესა და 5 წლის ვაჟიშვილთან ერთად ბრუნდებოდა.
როგორც ცნობილი გახდა, მას უცნობმა მამაკაცმა თავში საკონტროლო ტყვიაც ესროლა და, იგი, პრაქტიკულად, ოჯახის წევრების თვალწინ დაიღუპა.
მამაკაცის მეუღლის თქმით, ისინი მეგობართან იყვნენ სტუმრად და სახლში იქიდან ბრუნდებოდნენ. პოლიციის წყარო იტყობინება, რომ მსხვერპლი რამდენიმე წელია, საბერძნეთში ცხოვრობდა, მაგრამ არ მუშაობდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მოკლული მამაკაცი წარსულში ბინის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.
მიმდინარეობს ბალისტიკური ექსპერტიზა, რათა დადგინეს, მკვლელობის იარაღი ადრეც იყო გამოყენებული დანაშაულისთვის, თუ „სუფთაა“.
პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. გავრცელებული ცნობით, იგი დანაშაულის ადგილიდან ფეხით მიიმალა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები