fbpx
საზოგადოება

„ოცნებამ“ ლეკვი იშვილა, მამობილი მამუკა მდინარაძეა (ვიდეო)

ახალი წლის დამდეგს პარლამენტის წინ ლეკვი მიატოვეს. პატრონმა ის მაწანწალა ცხოვრებისთვის გაიმეტა, თუმცა მას „კუჩხი ბედინერის“ ბროლიას იღბალი აღმოაჩნდა. „ოცნებამ“ ლეკვი იშვილა, მამობილი კი მამუკა მდინარაძე გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციამ ძაღლს „ფრაქო“ დაარქვა. უცნობია, ლეკვს სახელი უმრავლესობის უმრავლესობამ კენჭისყრით შეურჩია თუ სხვა პროცედურული გზით გადაწყდა.

სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოებით მარტო ის შევიტყვეთ, რომ ფრაქო საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ოჯახის ნებიერა წევრი გახდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close