რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

თვითმფრინავში COVID-19-ის დადასტურების შემდეგ ქალმა 5 საათი ტუალეტში თვითიზოლაციაში გაატარა

დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ამერიკელ მარისა ფოტიოს Covid-19 თვითმფრინავის ბორტზე დაუდასტურდა, რის შემდეგაც მან ფრენის დარჩენილი 5 საათი თვითმფრინავის ტუალეტში ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში გაატარა. ფოტიო ჩიკაგოდან რეიკიავიკში 20 დეკემბერს მიფრინავდა.

როგორც თავად მასწავლებელი ჰყვება, ფრენის დროს ყელი ასტკივდა და სწრაფი ტესტი თავად ჩაიტარა. ტესტმა Covid-19 დაადასტურა, რის შემდეგაც ფოტიომ ფრენა თვითიზოლაციაში გაატარა.

„წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. რეისზე 150 ადამიანი იყო, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, Covid-19 მათთვის არ გადამედო“, – თქვა ფოტიომ NBC News-სთან საუბრისას.

მასწავლებელმა დახმარებისთვის ბორტგამცილებელს გადაუხადა მადლობა.

„[ბორტგამცილებელმა] ყველაფერი გააკეთა, რომ 5 საათის განმავლობაში ყველაფერი მქონოდა, რაც მჭირდებოდა – სასმელი, საჭმელი. მუდმივად მეხმიანებოდა და მარწმუნებდა, რომ კარგად ვიქნებოდი“, – თქვა ფოტიომ.

რეიკიავიკში ჩასვლის შემდეგ ის წითელი ჯვრის სასტუმროში კარანტინში გადავიდა.

მარისა ფოტიომ თვითიზოლაციაში გადაღებული ვიდეო Tiktok-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close