საზოგადოებასაბერძნეთი

შემთხვევა საბერძნეთში: დაკრძალვის წინ აღმოაჩინეს, რომ კუბოში სხვა ადამიანი იწვა

შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა საბერძნეთში, ევროსში, სადაც დაკრძალვის წინ აღმოაჩინეს, რომ კუბოში სხვა ადამიანი იწვა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

evros-news.gr-ს ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ  მავროკლისში (სუფლი) მოხდა. ხანდაზმული მამაკაცი ათენში გარდაიცვალა, სადაც ცხოვრობდა, თუმცა  მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, იქ დაეკრძალათ, სადაც დაიბადა. ამრიგად, მისი ცხედარი ათენიდან სოფელში უნდა გადაესვენებინა დამკრძალავ ბიუროს, რომელმაც მთელი პროცესის ორგანიზება აიღო თავის თავზე.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები წინასწარმეტყველ ელიას სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, რათა იგი უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ. ათენიდან კატაფალკი ჩამოვიდა და კუბო ეკლესიაში შეიტანეს, თუმცა როდესაც ჩასასვენებელს თავი ახადეს, გაოგნდნენ – მასში სხვა ადამიანის ცხედარი იყო.

ოჯახის წევრებმა დამკრძალავ ბიუროში დარეკეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ საავადმყოფოს მორგიდან შეცდომით გადაასვენეს დამკრძალავ ბიუროში სხვა ადამიანი. მაშინვე აცნობეს  მეორე გარდაცვლილის ნათესავებს შეცდომის შესახებ, რომლებიც უკვე ემზადებოდნენ ათენის სასაფლაოზე დაკრძალვისთვის.

მავროკლისში დაკრძალვა მეორე დღისთვის გადაიდო. ათენიდან კიდევ ერთი კატაფალკი დაიძრა და საბოლოოდ ხანდაზმული მამაკაცი მეორე დღეს დაკრძალეს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close