46 წლის ჩიკაგოელმა, წარმოშობით ინდოელმა უროჯ ხანმა $425 000-იანი ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ მეორე დღეს საეჭვოდ გარდაიცვალა.
2013 წლის 12 იანვარს ხანმა ჩიკაგოს ლატარიაში 1 მილიონი დოლარი მოიგო და გადასახადების შემდეგ 425 000 დოლარი ჩაერიცხა.
მოგების დღეს ხანი დაესწრო პრესკონფერენციას, სადაც გადასცეს ჩეკი, შემდეგ დაბრუნდა სახლში და ტრადიციულად, ინდურად აღნიშნა გამარჯვება შვილთან, ცოლთან და სიმამრთან ერთად.
ვახშმის შემდეგ ხანი ცუდად გრძნობდა თავს და გამარჯვებლმა გადაწყვიტა ბედნიერად გამოეძინა. ცოტა ხანში იგი საშინელმა ტკივილმა გააღვიძა, საწოლიდან წამოდგომა ცადა, მაგრამ იმწამსვე დაეცა.
შეშინებულმა ცოლმა სასწრაფო გამოიძახა და იგი ჰოსპიტალში გააქანეს, თუმცა მეორე დღეს საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ხანი კარდიოვასკულარული ავადმყოფობით გარდაიცვალა. გვამი არ გაუკვეთიათ.
თუმცა ხანის ძმას ეჭვები კლავდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყო. მან კატეგორიულად მოითხოვა მისი ძმის გარდაცვალების გამოკვლევა, გამოძიება.
ხელმეორედ ჩატარებულმა კვლევამ უროჯ ხანის ორგანიზმში ციანიდი აღმოაჩინა, მაგრამ ეს საქმე პოლიციამ დღემდე ვერ გამოიძია და მკვლელი კვლავ გარეთ დადის.
players.ge
კომენტარები