fbpx
მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

„სიყვარული ყველაფერია“ – ხატია ბუნიათიშვილი „კარტიეს“ ვარსკვლავურ კლიპში გამოჩნდა (ვიდეო)

ერთი წლის წინ ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფრანგული ძვირფასეულობის ბრენდის, „კარტიეს“ სახე გახდა. როგორც მაშინ სამკაულებისა და საათების სახლმა განაცხადა, ისინი ამაყობენ, რომ მათი ბრენდის საერთაშორისო ელჩი „გამოჩენილი და ცნობილი თანამედროვე კლასიკური ხელოვანი“ გახდა. 

კონტრაქტის პირობების თანახმად ხატია ვალდებულია საჯარო გამოსვლებისას მხოლოდ Cartier-ს სამკაულები ეკეთოს და, ასევე, მონაწილეობა მიღოს კომპანიის საიმიჯო ღონისძიებებში.

ამჯერად ხატია ბუნიათიშვილი სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდა „კარტიეს“ ვიდეორგოლში „Love Is All“ – „სიყვარული ყველაფერია“.

Cartier-ს თითქმის ორწუთიან რეკლამაში სხვადასხვა სფეროს სულ 12 მსოფლიო ვარსკვლავი  მონაწილეობს: მათ შორის, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი მეისი უილიამსი, მომღერალი უილოუ სმიტი, ჰონკონგელი რეპერი ჯექსონ უონგი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ლეგენდარული მონიკა ბელუჩი.

ვი­დე­ორ­გო­ლი უკ­ვდავ და უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულ­ზე გვიყ­ვე­ბა და სწო­რედ ასე წე­რია მის აღ­წე­რა­შიც – „ჩვე­ნი მი­ზა­ნია პა­ტი­ვი ვცეთ უნი­ვერ­სა­ლურ და მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოს გადაღებები პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში მიმდინარეობდა.

სარეკლამო რგოლის  Love Is All  საუნდტრეკად გამოყენებულია როჯერ გლოვერის იმავე სახელწოდების სიმღერა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close