გსურთ ფრენის დროს სექსით დაკავდეთ? – ეს თავგადასავალი სულ რაღაც 995 დოლარი დაგიჯდებათ
ამერიკულმა კომპანიამ Love Cloud („სიყვარულის ღრუბელი“) აშშ-ში ავიარეისების განხორციელება დაიწყო მათთვის, ვისაც ფრენის დროს სექსით დაკავება სურს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორძრავიანი თვითმფრინავი 45-იდან 90 წუთამდე ხანგრძლივობის რეისებს ასრულებს. ბორტი აღჭურვილია ორადგილიანი ლეიბით, ატლასის თეთრეულითა და ბალიშებით. პილოტის ადგილი მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცისგან ფარდით არის გაყოფილი, მფრინავს ასევე ხმაურის დამხშობი ყურსასმენებიც უკეთია, რათა კლიენტებმა სრულად შეძლონ მოდუნება. 45-წუთიანი ფრენის ღირებულება 995 დოლარს შეადგენს.
Love Cloud-ი რომანტიკული ფრენის სერვისს კლიენტებს უკვე 7 წელია სთავაზობს, თუმცა აქამდე მხოლოდ ჰაერში პაემნებისა და ხელის თხოვნის ცერემონიების მოწყობით შემოიფარგლებოდა, ფრენის დროს სექსი აკრძალული იყო. კომპანიის ხელმძღვანელობამ პოზიცია ცოტა ხნის წინ შეცვალა, როდესაც ერთ-ერთმა კლიენტმა შეყვარებულს ხელი მიწაზე სთხოვა, შემდეგ კი კომპანიის ადმინისტრაციას „ცერემონიის ჰაერში დასრულების“ ნებართვა სთხოვა.
imedinews.ge
კომენტარები