fbpx
მსოფლიოკრიმინალი

ადვოკატის დანაწევრებული ცხედარი მდინარეში ჩაგდებულ ჩანთაში იპოვნეს – სასტიკი მკვლელობის მორიგი შემთხვევა პეტერბურგში

პეტერბურგში მდინარე სმოლენკას სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოების დროს ჩანთა იპოვეს, რომელშიც დანაწევრებული ცხედარი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მოკლულის ვინაობა დადგენილია, ოფიციალური უწყებები მისი დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედართან ერთად ჩანთაში მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთიც იყო და ის 66 წლის ყოფილი ადვოკატი ალექსანდრე გენერალოვია, რომლის დაკარგვის შესახებაც პოლიციაში 14 ნოემბერს მისმა ქალიშვილმა განაცხადა.

მკვლელობის ბრალდებით ალექსანდრ გენერალოვის მეორე შვილი – 35 წლის ვაჟი დააკავეს.

გენერალოვი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ის ვაჟის სანახავად წავიდა. მათ კონფლიქტური ურთიერთობა ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოძიების მასალების თანახმად, 13 ნოემბერს მამა-შვილს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც შვილმა მამას ესროლა. უმცროსი გენერალოვის ბინაში პოლიციამ საფუძვლიანი დალაგების და წმენდის კვალიც იპოვა. ქუჩის სათვალთვალო კამერებმა კი დააფიქსირეს, რომ იმ ღამით, სახლიდან, სადაც ყოფილი ადვოკატის შვილი ცხოვრობდა, მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც თან ბორბლებიანი ჩანთა ჰქონდა.

მსგავსი მეთოდით ჩადენილი მკვლელობა პეტერბურგში ბოლო პერიოდში მომხდარ დანაშაულებში იშვიათი არაა. ივლისში ნევის პროსპექტზე ერთ-ერთ ბინაში რეპერ ენდი კარტრაიტის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს, მკვლელობაში ბრალი მის მეუღლეს მარინა კოჰალს წაუყენეს. მან განაცხადა, რომ კარტრაიტი ნარკოტიკების ზედოზირების გამო გარდაიცვალა, მას არ სურდა ქმრისთვის ასეთი „სამარცხვინო სიკვდილი“ და სხეულის დანაწევრება გადაწყვიტა, რათა მოგვიანებით ფარულად მოეშორებინა.

11 ნოემბერს რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც კარტრაიტი 6-12 საათამდე პერიოდში გარდაიცვალა და როცა მისი სხეულის დანაწევრება დაიწყეს, ის შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close